• Geo
  • Eng
05.04.2022
ორი ფრე ჩემპიონატის სტარტზე

სტარტი აიღო ეროვნული ლიგა 3-ის გათამაშებამ, რომელშიც წელს მონაწილეობას ჩვენი გუნდის მეორე შემადგენლობაც იღებს. შეგახსენებთ შარშან ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ლიგა 4-ში გამარჯვებით მოიპოვა ზედა ლიგის საგზური.

 

გათამაშების პირველ ტურში ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ ვარკეთილს მარაკანაზე დაუპირისპირდა და გატანილი გოლების გარეშე 0-0 დაცილდა მეტოქეს. მომდევნო მატჩს დინამო-2 11 აპრილს საფეხბურთო კლუბ არაგვთან გამართავს.

 

ასევე 19 წლამდელთა ჩემპიონატის დარად ტურნირი 17 წლამდელებმაც განაახლეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გათამაშებაში დინამოელები ორი გუნდით მონაწილეობენ. პირველი გუნდი ვახტანგ იაგორაშვილის ხელმძღვანელობით და დინამო-2 ვლადიმერ გოჩაშვილის თავკაცობით.

 

დღეს დინამოელები საბურთალო 2-ს შეხვდნენ. ბენდელაზე გამართული მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. გოლები რობაქიძემ და შეროზიამ გაიტანეს. დედაქალაქელები 14 მატჩის შემდეგ დაგროვილი 23 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი აკადემიის მოედანზე 10 აპრილს ავაზასთან ჩაატარებენ. რაც შეეხება დინამო 2-ს, ისინი ტურნირს 8 აპრილს ქუთაისის ტორპედოსთან პაექრობით განაახლებენ. თბილისელები 13 მატჩის შემდეგ 24 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.

 

ვარკეთილი  0-0  დინამო-2

U17 საბურთალო-2  2-2  დინამო

 

დინამო-2: კუტალაძე, ერაძე (ნოზაძე 90), ჯანგიძე, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, აფციაური, გოცირიძე (თოფურია 90), ფაჩულია (ცხოვრებაშვილი 71), სიხარულაშვილი, დუნდუა (გოგობერიშვილი 66), გაბიტაშვილი

 

U17 დინამო: იობაშვილი, გოგიჩაიშვილი, გობეშია, გიუნაშვილი, გ. ცეცხლაძე, ხარჩილავა, ნ. ცეცხლაძე, ფეიქრიშვილი, პარკაძე, რობაქიძე, შეროზია

სათადარიგო სკამი: სიჭინავა, ალიბეგაშვილი, სურმავა, ვიბლიანი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024