საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართული ამხანაგური მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ჯვაროსნებმა მასპინძლებს მეორე ტაიმის დებიუტში ბუდუ ზივზივაძის მიერ გატანილი გოლით 1-0 აჯობეს.
შეხვედრაში ჩვენი გუნდის ნახევარმცველის - ანზორ მექვაბიშვილის დებიუტი შედგა. დინამოელთა ვიცე-კაპიტანი მატჩში 62-ე წუთიდან ჩაერთო.
დინამოელები ანზორ მექვაბიშვილს წარმატებას ვუსურვებთ სანაკრებო კარიერაში.