• Geo
  • Eng
07.02.2022
თურქული შეკრება Setanta Sports-ის ეთერში
ყველაზე მსხვილი ქართული სპორტული არხი - Setanta Sports, დინამო თბილისის გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად - 8-დან 15 თებერვლის ჩათვლითSetanta Sports-ის სატელევიზიო არხებზე, Facebook და Youtube პლატფორმებზე დინამო თბილისის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს იხილავთ.
 
პირდაპირ რეპორტაჟებთან ერთად, 7 თებერვლიდან სეტანტას გადამღები ჯგუფი ბელეკში იმუშავებს და თბილისური კლუბის შეკრების შესახებ, გულშემატკივარს ინფორმაციას სხვადასხვა სახით ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის.
 
8-დან 15 თებერვლის ჩათვლით დინამო თბილისი ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კახა ცხადაძის გუნდის მეტოქეები დინამო კიევი, დინამო მოსკოვი, დანიური რანდერსი და უზბეკური ფახთაქორი იქნებიან. დინამოს გულშემატკივრებს საშუალება ექნება ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს, თვალი ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, Setanta Sports-ის სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით მიადევნოს.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024