• Geo
  • Eng
05.02.2022
გიორგი მაისურაძე - 2024
დინამო თბილისმა კონტრაქტი საკუთარი აკადემიის კიდევ ერთ აღზრდილთან გაახანგრძლივა. დედაქალაქურმა კლუბმა გიორგი მაისურაძესთან ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. 
 
გიორგი მაისურაძეს დინამოს აკადემიის ყველა ასაკობრივ დონეზე უთამაშია და სხადასხვა დროს საქართველოს 15-წლამდე, 17-წლამდე და 19-წლამდე ჩემპიონატების გამარჯვებულია. ძირითად გუნდში კი, მისი დებიუტი 2021 წლის სეზონში, ეროვნული ლიგის 22 ტურის მატჩში საბურთალოს წინააღმდეგ შედგა.
 
გიორგი მაისურაძემ ჩვენს ვებ-გვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა:
 
​გიორგი მაისურაძე: "ფეხბურთის თამაშის 10 წლის ასაკში დავიწყე, მამაჩემის ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ფეხბურთი მეთამაშა. დინამოს აკადემიაში სწორედ ამ ასაკში მოვხვდი და მას შემდეგ ყველა ასაკობრივი ჯგუფი გავიარე. აქედან გამომდინარე ეს კლუბი ჩემთვის განსაკუთრებულია. მიხარია, რომ შანსი მომეცა და ძირითად გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე ვიმყოფები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქ თავი დავიმკვიდრო და თავი მოვაწონო როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე დინამო გულშემატკივარს."
 
ახალგაზრდა მოთამაშე შეკრებაზე ძირითად გუნდთან ერთად იმყოფება, მან ოთხივე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადება. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024