• Geo
  • Eng
10.02.2022
დინამო თბილისი 1:0 დინამო მოსკოვი
დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქური კლუბი მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. მატჩის ძირითად ნაწილი მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, თუმცა სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. 
 
ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე გავიდა, გიორგი გაბედავას ზუსტი გადაცემით თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა მეტოქეს სისწრაფეში აჯობა და უსმანე კამარას ცარიელ კარში გაატანინა. ეს ჩვენი გუნდის გვინეელი ახალწვეულის პირველი გოლია დინამოს შემადგენლობაში. 
 
დინამო თბილისი 1:0 დინამო მოსკოვი
 
​დინამო თბილისი: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კირკიტაძე, კამარა, გაბედავა, ბილენკი
 
​შეცვლაზე გამოვიდნენ: ბენიო, მალი, პაპავა, ფაჩულია, ანტილევსკი, ოსეი
 
​მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
 
დინამო მოსკოვი: შუნინი, პარშივლიუკი, ბალბუენა, პლიევი, ლაქსალტი, კუტიცკი, გალკინი, ფომინი, მაკაროვი, მაზურინი, გლადიშევი
 
​მთავარი მწვრთნელი: სანდრო შვარცი
 
​გოლი: 1:0 კამარა (20)
 
​დინამო თბილისი თურქული შეკრების მომდევნო მატჩს უკვე ხვალ დანიური სუპერლიგის რანდერსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად Setanta Sports Georgia შემოგთავაზებთ.
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024