• Geo
  • Eng
08.02.2022
დინამო თბილისი 0:1 დინამო კიევი
დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეოთხე მატჩი გამართი. კახა ცხადაძის გუნდის მეტოქე უკრაინის ჩემპიონი კიევის დინამო გახლდათ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდის კართან სახიფათო მომენტები მრავლად შეიქმნა. საბოლოო საკუთარი შანსი კიეველებმა გამოიყენეს და მინიმალური ანგარიშით - 1:0 გაიმარჯვეს. 
 
​ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ვლადისლავ კულაჩმა გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ და მანამდეც, თბილისელებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხეს.
 
​კიევის დინამო წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში პირველი შეხვედრა გამართა ახალწვეულმა ნიკა მალიმ. იგი შეცვლაზე გიორგი პაპავას ნაცვლად გამოვიდა და მოედანზე 15 წუთი გაატარა. 
 
​დინამო თბილისი 0:1 დინამო კიევი
 
​დინამო თბილისი: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, პაპავა, მოისწრაფიშვილი, ოსეი, კამარა, ანტილევსკი, ბილენკი
 
​შეცვლაზე გამოვიდნენ: მალი, ხარაბაძე, გვიშიანი, კირკიტაძე, მექვაბიშვილი, გაბედავა, იობაშვილი
 
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
 
​დინამო კიევი: ბუშანი, დუბინჩაკი, ბოლი, ბურდა, კეძიორა, სიდორჩუკი, გარმაში, ბუიალსკი, ვიტინიო, კულაჩი, შკურინი
 
​მთავარი მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკო
 
გოლი: 0:1 კულაჩი (21)
 
​დინამო თბილისი მომედვნო ამხანაგურ მატჩს 10 თებერვალს გამართავს. დედაქალაქელთა მეტოქე რუსული პრემიერლიგის მოსკოვის დინამო იქნება.
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024