• Geo
  • Eng
14.04.2022
დინამო საბურთალოს დაუზავდა

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის გამოტოვებული შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საბურთალომ დინამო თბილისი მიიღო. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, გოლი კი 33-ე წუთზე ყოფილმა დინამოელმა ბაქარ ქარდავამ თავურით გაიტანა სტუმართა კარში. ტაიმის ბოლოს სტანისლავ ბილენკიმაც აიღო მეტოქის კარი, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. ტაიმი ესეც დასრულდა, მეორე ნახევარი კი დინამომ აქტიურად დაიწყო და ცოტახანში უსმანე კამარას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული ბურთი კარს აცდა. დინამო ბევრს ეცადა და საბოლოოდ გოლი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გაბედავამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გაიტანა. შეხვედრა 1-1 დასრულდა. მომდევნო მატჩს კახა ცხადაძის გუნდი 18 აპრილს წყალტუბოს სამგურალთან დინამო არენაზე გამართავს.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024