მესამე ლიგის მეორე ტურში დინამოს მეორე შემადგენლობამ საფეხბურთო კლუბ არაგვს უმასპინძლა. თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა ტაიმის შუაში, 25-ე წუთზე გახსნეს ანგარიში. გოლი ირაკლი იაკობიძემ გაიტანა. სტუმრებმა მალევე, ათ წუთში ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხეს, რომელიც შედეგიანად გოჩა ცირდავამ გამოიყენა. გოლები მეორე ტაიმში აღარ გასულა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. შეგახსენებთ დინამოელებმა პირველ ტურში ვარკეთილთანაც ფრედ ითამაშეს. შემდეგ პაექრობას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 19 აპრილს საფეხბურთო კლუნ გორთან სტუმრად გამართავს.
დინამო-2 1-1 არაგვი
დინამო-2: კუტალაძე , იაკობიძე, ჯანგიძე, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, აფციაური (მირზიკაშვილი 77), იობაშვილი (გოცირიძე 77), ფაჩულია (ცხოვრებაშვილი 63), სიხარულაშვილი, მაისურაძე (გოგობერიშვილი 56), გაბიტაშვილი
ფოტოამბავი აქ