• Geo
  • Eng
02.02.2022
Pro ლიცენზიის კურსანტები დინამოს შეკრებაზე

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის სასწავლო კურსის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დინამო თბილისის თურქული შეკრების პირველ ეტაპს რამდენიმე კურსანტი ტუტორთან ერთად ესწრებოდა.

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ზვიად ჯელაძე, მიხეილ აშვეთია, რევაზ გოცირიძე და ხვიჩა შუბითიძე სავარჯიშო პროცესთან ერთად, კახა ცხადაძის გუნდის ორ ამხანაგურ შეხვედრასაც დაესწრნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024