• Geo
  • Eng
31.01.2022
დინამოელთა მზადების მეცხრე დღე

31 იანვარს, დინამოელებმა ლუდოგორეცთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართეს. ანტალიის რეგიონში ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ, გამოიდარა და გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

 

შეგახსენებთ, რომ შეკრებაზე მესამე შეხვედრას ჩვენი გუნდი ბულგარეთის ჩემპიონთან ხვალ, თბილისის დროით 18.00 საათზე გამართავს და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა დინამოს YouTube არხით იქნება შესაძლებელი.

 

რაზგრადელებთან მატჩის შემდეგ კახა ცხადაძის გუნდი რამდენიმე დღე დაისვენებს. კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხარკოვის მეტალისტსა და დინამო თბილისს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრა გაუქმდა. 5 თებერვლიდან კი, დედაქალაქელები შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებენ, სადაც ამხანაგურ მატჩებს კიევის დინამოს, მოსკოვის დინამოს, რანდერსისა და ფახთაქორის წინააღმდეგ გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024