• Geo
  • Eng
26.07.2013
დინამო თბილისი რუმინული კლუბების წინააღმდეგ

30 ივლისს, ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. რუმინული გუნდების წინააღმდეგ დინამოელებს 22 (4 ოფიციალური და 18 ამხანაგური) შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას თბილისური გუნდი ფლობს – 12 მოგება, 6 ფრე და 4 მარცხი. ბურთების შეფარდება 46:24–ზე არის.

 

დინამოელებმა რუმინული გუნდების წინააღმდეგ პირველად 1945 წელს ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა პირველი რუმინული ტურნე ტრიუმფალურად განვლო – 3 მატჩი, 3 მოგება და 17 გატანილი გოლის საპასუხოდ მიღებული 6 ბურთი...

 

თბილისელი ფეხბურთელები რუმინულ გუნდს უკანასკნელად ერთი თვის წინ, ავსტრიულ შეკრებაზე დაუპირისპირდნენ. დინამომ და რუმინულმა ჩფრ კლუჟმა ფრედ – 0:0 ითამაშეს.

 

 

1987 წელი. 22 ოქტომბერი.

უეფას თასის გათამაშება. 1/16 ფინალი. პირველი მატჩი.

ვიქტორია ბუქარესტი 1:2 დინამო თბილისი

გოლები: ჭედია, შენგელია

 

 

1987 წელი. 4 ნოემბერი.

უეფას თასის გათამაშება. 1/16 ფინალი. მეორე მატჩი.

დინამო თბილისი 0:0 ვიქტორია ბუქარესტი

 

1994 წელი. 9 აგვისტო.

უეფას თასის გათამაშება. I ეტაპი. პირველი მატჩი.

დინამო თბილისი 2:0 უნივერსიტატია კრაიოვა

გოლები: ქინქლაძე, შ. არველაძე

 

1994 წელი. 23 აგვისტო.

უეფას თასის გათამაშება. I ეტაპი. მეორე მატჩი.

უნივერსიტატია კრაიოვა 1:2 დინამო თბილისი

გოლები: ყაველაშვილი, ქინქლაძე

 

 

1945 წელი. ტურნე რუმინეთში.

16 დეკემბერი

ჩფრ ბუქარესტი 1:2 დინამო თბილისი

გოლები: პანიუკოვი, ბერეჟნოი

 

20 დეკემბერი

იუვენტუსი ბუქარესტი 5:10 დინამო თბილისი

გოლები: ჯეჯელავა – 5, პანიუკოვი – 3, პაიჭაძე, ბერეჟნოი

 

26 დეკემბერი

ტიმიშოარას ნაკრები 0:5 დინამო თბილისი

გოლები: პანიუკოვი – 2, ბერეჟნოი – 3, ჯეჯელავა

 

1953 წელი. 27 სექტემბერი

რუმინეთის ნაკრები 2:1 დინამო თბილისი

გოლი: ჭკუასელი

 

1953 წელი. ტურნე რუმინეთში.

10 ნოემბერი

დინამო ბუქარესტი 2:1 დინამო თბილისი

გოლი: კ. გაგნიძე

 

15 ნოემბერი

ფლამურა როშე არადი 2:2 დინამო თბილისი

გოლები: კალოევი, ჭკუასელი

 

18 ნოემბერი

შტიინცა კლუჟი 1:1 დინამო თბილისი

გოლები: კ. გაგნიძე

 

22 ნოემბერი

კკა ბუქარესტი 1:0 დინამო თბილისი

 

1955 წელი. 31 მაისი.

დინამო თბილისი 2:2 ლოკომოტივი ბუქარესტი

გოლები: კოტრიკაძე, ვარდიმიადი

 

1957 წელი. 11 ივნისი.

დინამო თბილისი 4:0 დინამო ბუქარესტი

გოლები: ღოღობერიძე, ჭკუასელი, კ. გაგნიძე, ხასაია

 

1961 წელი. 26 ოქტომბერი.

დინამო თბილისი 4:2 პეტროლულ პლოეშტი

გოლები: კალოევი – 3, სმირნოვი

 

1966 წელი. 18 ნოემბერი.

დინამო თბილისი 2:1 პროგრესული ბუქარესტი

გოლები: ასათიანი, ხუციშვილი

 

1971 წელი. ტურნე ერევანში. 24 სექტემბერი

უნივერსიტატ კლუჟი 1:0 დინამო თბილისი

 

1980 წელი. ტურნირი რუმინეთში.

12 ივლისი

არჯესი პიტეშტი 0:1 დინამო თბილისი

გოლი: თავაძე

 

15 ივლისი

რუმინეთის ნაკრები 0:2 დინამო თბილისი

გოლები: დარასელია, ჟვანია

 

18 ივლისი

კონსტანტა 1:2 დინამო თბილისი

გოლები: დარასელია, ჟვანია

 

20 ივლისი

სპორტულ სტუდენტსკო 1:1 დინამო თბილისი

გოლი: შენგელია

 

2013 წელი. 27 ივნისი.

დინამო თბილისი 0:0 ჩფრ კლუჟი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024