დღეს, ფარერის კუნძულებიდან დაბრუნებულმა დინამოელებმა, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დილის ვარჯიში გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებთან ერთად ივარჯიშა 29 წლის რუმინელმა ნახევარმცველმა – დორინ გოგამ, რომელმაც ბოლო სეზონი ჰაპოელ რამათ განში გაატარა. აღსანიშნავია, რომ დორინ გოგა 2008–2012 წლებში პოლიტექნიკა ტიმიშოარაში თამაშობდა, იმ პერიოდში კი რუმინული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩვენი კლუბის თავკაცი – დუშან უჰრინი იმყოფებოდა.