• Geo
  • Eng
15.02.2022
დინამო თბილისი 3:0 ფახთაქორი
დინამო თბილისმა თურქული შეკრება ტაშკენტის ფახთაქორთან გამარჯვებით დაასრულა. კახა ცხადაძის გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონი დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.
 
​დინამოელებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს, მე-15 წუთზე უსმანე კამარას გადაცემით სტანისლავ ბილენკიმ ისარგებლა და დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. 
 
​მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა დინამომ მოიპოვა და მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა. 57-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგზე ლევან ხარაბაძემ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ზუსტი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ანზორ მექვაბიშვილი გაიყავანა, ახალგაზრდა ნახევარმცველს ამ სიტუაციაში გოლის გატანა არ გასჭირვებია - 2:0. საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე დაფიქსირდა ანტილევსკი-ბილენკი სწრაფი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ნიკა მალიმ დაასრულა და დინამოს რიგებში პირველი გოლი გაიტანა. 
 
​დინამო თბილისი 3:0 ფახთაქორი
 
​დინამო თბილისი: პრიეტო, მაისურაძე, პაპავა, ხვადაგიანი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კამარა, ოსეი, გაბედავა, ბილენკი
 
​შეცვლაზე გამოვიდნენ: კერესელიძე, ბენიო, ხარაბაძე, მალი, ლომინაძე, ანტილევსკი, ფაჩულია, ჯანგიძე
 
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
 
ფახთაქორი: სანჯარი, ხოჯიაკბარი, ფარუხი, დრაგანი, ა. შერზოდი, ს. სარდორი, იკრომჟონი, რ. სარდორი, თ. შერზოდი, აზიზბეკი, კამენი
 
მთავარი მწვრთნელი: სლავკო ვოინეხი
 
​გოლები: 1:0 ბილენკი (15), 2:0 მექვაბიშვილი (57), 3:0 მალი (73)
 
​დინამო თბილისი საქართველოში 16 თებერვალს დაბრუნდება და მომავალი სეზონისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე, კახა ცხადაძის გუნდი ქართულ დერბიში ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. 
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024