• Geo
  • Eng
28.07.2013
ჩვენი მეტოქე – ბუქარესტის სტიაუა

30 ივლისს, ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას შინ დინამო არენაზე, რუმინეთის ჩემპიონის – ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE-ს.

 

 

ბუქარესტის სტიაუა

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის მეტოქე რუმინეთის საუკეთესო გუნდი, 1947 წლის 7 ივნისს დაარსებული ბუქარესტის სტიაუა იქნება. 1961 წლამდე, არმიის სპორტული კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ASA Bucureşti იყო.

 

ლურჯ–წითელ ფერებში გამოწყობილი სტიაუა საშინაო შეხვედრებს სტადიონ Arena Națională–ზე მართავს, რომელიც 55 611 მაყურებელს იტევს. გუნდის ოფიციალური ჰიმნი  ჯგუფ Scooter–ის შესრულებული «Maria (I Like it Loud)» არის.

 

 

ტიტულები

 

ბუქარესტის სტიაუა აღმოსავლეთ ევროპის პირველი გუნდია, რომელმაც უეფას ჩემპიონთა თასის მოგება მოახერხა. 1986 წლის გათამაშების ფინალში სტიას მეკარემ, ჰელმუტ დუკადამმა ოთხი დარტყმულიდან ოთივე ბურთი მოიგერია და ჩვენმა მომავალმა მეტოქემ კატალონიური ბარსელონა პენალტების სერიაში, ანგარიშით – 2:0 დაამარცხა. სტიაუამ ამავე წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული დინამო კიეი დაამარცხა და უეფას სუპერთასიც მოიგო. რუმინულმა კლუბმა 1987 წელს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში არგენტინულ რივერ პლეიტთან მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

 

 

ბუქარესტის სტიაუა რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის რეკორდსმენია – გუნდმა გათამაშება ტრიუმფით 24–ჯერ დაასრულა. სტიაუას ეკუთვნის რეკორდი რუმინეთის თასის გათამაშებაზეც, გუნდმა ქვეყნის თასი 21–ჯერ მოიგო. ქვეყნის სუპერ თასის გათამაშებაზე კი სევე სარეკორდოდ 6–ჯერ იმარჯვა.

 

 

სტიაუა ევროთასებზე

 

ბუქარესტის სტიაუას უეფას ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე სულ 117 მატჩი აქვს გამართული. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 44 შეხვედრა მოგებით დაასრულა, 30 მატჩი ფრედ, 43 მატჩში კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება რუმინული კლუბის სასარგებლოდ – 170:163–ზე არის.

 

უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე სტიაუამ 40 გამართული მატჩიდან 14 თამაში მოიგო, 12 შეხვედრა ფრედ დაასრულა, 14–ჯერ კი დამარცხდა. სტიაუას ბალანსი გატანაილ და გაშვებულ გოლებს შორის უარყოფითი აქვს 51:54–ზე.

 

უეფას თასისა და ევროპის ლიგის გათამაშებაზე ჩატარებული 106 მატჩიდან 42 შეხვედრა მოიგო, 30 ფრედ დაასრულა, 34 შეხვედრაში კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება რუმინული კლუბის სასარგებლოდ 142:122–ზე არის.

 

 

დინამო VS რუმინული კლუბები

 

რუმინული გუნდების წინააღმდეგ დინამოელებს 22 (4 ოფიციალური და 18 ამხანაგური) შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას თბილისური გუნდი ფლობს – 12 მოგება, 6 ფრე და 4 მარცხი. ბურთების შეფარდება 46:24–ზე არის.

 

დინამოელებმა რუმინული გუნდების წინააღმდეგ პირველად 1945 წელს ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა პირველი რუმინული ტურნე ტრიუმფალურად განვლო – 3 მატჩი, 3 მოგება და 17 გატანილი გოლის საპასუხოდ მიღებული 6 ბურთი...

 

თბილისელი ფეხბურთელები რუმინულ გუნდს უკანასკნელად ერთი თვის წინ, ავსტრიულ შეკრებაზე დაუპირისპირდნენ. დინამომ და რუმინულმა ჩფრ კლუჟმა ფრედ – 0:0 ითამაშეს.

 

 

1987 წელი. 22 ოქტომბერი.

უეფას თასის გათამაშება. 1/16 ფინალი. პირველი მატჩი.

ვიქტორია ბუქარესტი 1:2 დინამო თბილისი

გოლები: ჭედია, შენგელია

 

 

1987 წელი. 4 ნოემბერი.

უეფას თასის გათამაშება. 1/16 ფინალი. მეორე მატჩი.

დინამო თბილისი 0:0 ვიქტორია ბუქარესტი

 

1994 წელი. 9 აგვისტო.

უეფას თასის გათამაშება. I ეტაპი. პირველი მატჩი.

დინამო თბილისი 2:0 უნივერსიტატია კრაიოვა

გოლები: ქინქლაძე, შ. არველაძე

 

1994 წელი. 23 აგვისტო.

უეფას თასის გათამაშება. I ეტაპი. მეორე მატჩი.

უნივერსიტატია კრაიოვა 1:2 დინამო თბილისი

გოლები: ყაველაშვილი, ქინქლაძე

 

 

1945 წელი. ტურნე რუმინეთში.

16 დეკემბერი

ჩფრ ბუქარესტი 1:2 დინამო თბილისი

გოლები: პანიუკოვი, ბერეჟნოი

 

20 დეკემბერი

იუვენტუსი ბუქარესტი 5:10 დინამო თბილისი

გოლები: ჯეჯელავა – 5, პანიუკოვი – 3, პაიჭაძე, ბერეჟნოი

 

26 დეკემბერი

ტიმიშოარას ნაკრები 0:5 დინამო თბილისი

გოლები: პანიუკოვი – 2, ბერეჟნოი – 3, ჯეჯელავა

 

1953 წელი. 27 სექტემბერი

რუმინეთის ნაკრები 2:1 დინამო თბილისი

გოლი: ჭკუასელი

 

1953 წელი. ტურნე რუმინეთში.

10 ნოემბერი

დინამო ბუქარესტი 2:1 დინამო თბილისი

გოლი: კ. გაგნიძე

 

15 ნოემბერი

ფლამურა როშე არადი 2:2 დინამო თბილისი

გოლები: კალოევი, ჭკუასელი

 

18 ნოემბერი

შტიინცა კლუჟი 1:1 დინამო თბილისი

გოლები: კ. გაგნიძე

 

22 ნოემბერი

კკა ბუქარესტი 1:0 დინამო თბილისი

 

1955 წელი. 31 მაისი.

დინამო თბილისი 2:2 ლოკომოტივი ბუქარესტი

გოლები: კოტრიკაძე, ვარდიმიადი

 

1957 წელი. 11 ივნისი.

დინამო თბილისი 4:0 დინამო ბუქარესტი

გოლები: ღოღობერიძე, ჭკუასელი, კ. გაგნიძე, ხასაია

 

1961 წელი. 26 ოქტომბერი.

დინამო თბილისი 4:2 პეტროლულ პლოეშტი

გოლები: კალოევი – 3, სმირნოვი

 

1966 წელი. 18 ნოემბერი.

დინამო თბილისი 2:1 პროგრესული ბუქარესტი

გოლები: ასათიანი, ხუციშვილი

 

1971 წელი. ტურნე ერევანში. 24 სექტემბერი

უნივერსიტატ კლუჟი 1:0 დინამო თბილისი

 

1980 წელი. ტურნირი რუმინეთში.

12 ივლისი

არჯესი პიტეშტი 0:1 დინამო თბილისი

გოლი: თავაძე

 

15 ივლისი

რუმინეთის ნაკრები 0:2 დინამო თბილისი

გოლები: დარასელია, ჟვანია

 

18 ივლისი

კონსტანტა 1:2 დინამო თბილისი

გოლები: დარასელია, ჟვანია

 

20 ივლისი

სპორტულ სტუდენტსკო 1:1 დინამო თბილისი

გოლი: შენგელია

 

2013 წელი. 27 ივნისი.

დინამო თბილისი 0:0 ჩფრ კლუჟი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024