• Geo
  • Eng
26.04.2022
გამარჯვება შვეიცარიასთან დინამოელთა გოლებით

დღეს შვეიცარიის ქალაქ ცუგში საქართველოს 18 წლამდე ნაკრები შვეიცარიის 19 წლამდე ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა.

 

მატჩი ჭაბუკი ჯვაროსნების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს დინამოელი ლუკა პარკაძის ზუსტი დარტყმით გაიხსნა. თამაშის 55-ე წუთზე ჩვენი აკადმიის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა - ლუკა ლაცაბიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. საფინალო ანგარიში კი ნანდო ტოგენბურგერმა 70-ე წუთზე დააფიქსირა. 28 აპრილს ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

 

მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში შვიდი დინამოელი - მიხეილ მაქაცარია, თემურ გოგნაძე, ლუკა ლაცაბიძე, ნიკა ცხოვრებაშვილი, მუხრან ბაგრატიონი (კაპიტანი), ლუკა პარკაძე და დიმიტრი ღურწკაია გაამწესა.

შეცვლზე კი არჩილ დათუაშვილი, რომა მორჩილაძე, გაბრიელ სიგუა, დავით გოცირიძე და ჯადული იობაშვილი შევიდნენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024