• Geo
  • Eng
11.04.2022
ჭაბუკებმა მორიგი ტურის მატჩები ითამაშეს

ეროვნული პირველობის 19 წლამდე ლიგაში მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. ვალერი გაგუას გუნდმა ზუგდიდს დინამო მიიღო და 10-0 დაჯაბნა მეტოქე. დუბლი ოთხმა დედაქალაქელმა - მარსაგიშვილმა, ღურწკაიამ, ხუტიაშვიომა და ნოზაძემ გაიფორმეს. თითო გოლი კი თოდუას და დათუაშვილის ანგარიშზეა. დინამოელები სატურნირო ცხრილს 15 გამარჯვებით და დაგროვილი 54 ქულით ერპიროვნულად ლიდერობენ. შემდეგ მატჩს თბილისელები 16 აპრილს ქუთაისში, ადგილობრივ ტორპედოსთან ჩაატარებენ.

 

17 წლამდე ლიგაში, ასევე მე-16 ტურში, ჩვენმა გუნდმა ავაზა მიიღო და გატანილი გოლების გარეშე 0-0 დაცილდა მეტოქეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი სატრნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 აპრილს მარტვილის სალხინოსთან ჩაატარებს.

იმავე ლიგაში ჩვენი 16 წლამდე გუნდიც გამოდის. დინამოელებმა ქუთაისის ტორპედო მიიღეს და 3-2 აჯობეს ტრადიციულ მეტოქეს. ნაჭყებიამ ორჯერ აიღო ქუთაისელთა კარი, ერთი გოლიც თურქიამ გაიტანა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და ლიდერებთან განსხვავებით ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. მომდევნო შეხვედრაში 17 აპრილს, დინამო-2 სწორედ მეორეზე მყოფ ბათუმის დინამოს ესტუმრება.

 

U19 დინამო თბილისი 10-0 დინამო ზუგდიდი

U17 დინამო 0-0 ავაზა

U17 დინამო-2  3-2  ტორპედო

 

U19 დინამო: ბედიაშვილი, გოგნაძე, მორჩილაძე, დათუაშვილი, ბაგრატიონი, გეგიაძე, ნოზაძე, ლაცაბიძე, თოდუა, ღურწკაია, ხუტიაშვილი

სათადარიგო სკამი: ლიპარტელიანი, გოგებაშვილი, ახალკაცი, კვერენჩხილაძე, მარსაგიშვილი, აღდგომელაშვილი

 

U17 დინამო: იობაშვილი, გ. ცეცხლაძე, გობეშია, გიუნაშვილი, სურმავა, გიგიჩაიშვილი, ხარჩილავა, რობაქიძე, შეროზია, ფეიქრიშვილი, ნ. ცეცხლაძე

სათადარიგო სკამი: სიჭინავა, პარკაძე, ვიბლიანი, სალია, წულაია

 

U17 დინამო-2: საური, გრიგალავა, მეფარიშვილი, ქელდიშვილი, ხოროიშვილი, შაშიაშვილი, საჯაია, ჩხარტიშვილი, ნაჭყებია, ბუბუტეიშვილი, თურქია

სათადარიგო სკამი: ბენდიაშვილი, პატარკაციშვილი, ბერელიძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024