• Geo
  • Eng
23.02.2022
მეორე გუნდის პირველი მარცხი თურქულ შეკრებაზე

დინამო თბილისის მეორე შემადგენლობა ახალი სეზონისთვის მზადებას ბელეკში განაგრძობს. დინამოელებმა დონეცკის შახტართან და ტულას არსენალთან ამხანაგურ მატჩებში გამარჯვების შემდეგ, მესამე სპარინგ მატჩი ჩაატარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ამჯერად მოსკოვის დინამო 2-ს შეხვდა და პაექრობა 0-4 დათმო.

 

დინამოელები შეკრებაზე ბოლო მატჩს, 26 თებერვალს მოსკოვის ცსკა-ს მეორე გუნდთან გამართავენ და ორ დღეში თბილისში დაბრუნდებიან.

 

 

დინამო 2 თბილისი  0-4  დინამო 2 მოსკოვი

 

დინამო 2: კუტალაძე, გოგოტიშვილი, იაკობიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, აფციაური, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, იობაშვილი

 

სათადარიგო სკამი: კულეჯანიშვილი, ქოჩაკიძე, უგრეხელიძე, ცხოვრებაშვილი, უბილავა, ჭითაშვილი, ჟივიძე, მირზიკაშვილი, ოდიშარია, მორჩილაძე


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024