• Geo
  • Eng
23.02.2022
#ქართულიდერბის ბილეთების რეალიზაცია დაიწყო
დინამო თბილისი 2022 წლის სეზონს 25 თებერვალს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩით გახსნის, სადაც კახა ცხადაძის გუნდი დინამო არენაზე პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. 
 
თბილისური კლუბი გულშემატკივარს სიახლეს სთავაზობს, ახალი სეზონიდან მსურველებს საშინაო მატჩებზე ბილეთების შეძენა, მხოლოდ, დინამო არენას აღმოსავლეთ ტრიბუნის კონკრეტულ სექტორებზე (მე-13, მე-16, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე24-ე, 25-ე, 26-ე და 27-ე) შეეძლებათ.
 
2022 წლის სეზონისთვის დინამოს საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთი გაიყიდება როგორც TKT.ge-ზე, ასევე სტადიონის სალაროებში. სტანდარტული ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს, რაც შეეხებათ სკოლის მოსწავლეებს, მათ Scool Card-ის გამოყენებით ყველა საშინაო მატჩზე უფასოდ დასწრება შეეძლებათ.
 
დინამო თბილისი - ტორპედოს დაპირისპირების ბილეთების გაყიდვა 23 თებერვალს ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე დაიწყო 25 თებერვალს კი, 17:00 საათიდან გულშემატკივარს მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებშიც შეეძლება.
 
წლის პირველი ქართული დერბი 25 თებერვალს დინამო არენაზე გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024