• Geo
  • Eng
30.07.2013
დინამოს ბაზას შსს მინისტრი ესტუმრა

დღეს, დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დინამო არენაზე ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ გამართავს.

პრინციპული შეხვედრის წინ დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მნიშვნელოვანი მატჩის წინ ფეხბურთელები გაამხნევა.

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებთან შეხვედრის შემდეგ, ბატონმა რომან ფიფიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია მოინახულეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024