• Geo
  • Eng
02.05.2022
უკრაინელი ბავშვები დინამოს აკადემიაში
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიამ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს უმასპინძლა. ღონისძიების ეგიდით უკრაინელი ბავშვებისა და ჩვენი აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა.
 
შეხვედრის დაწყებამდე ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა ორივე ქვეყნის ჰიმნი შეასრულეს. შეხვედრაში სიმბოლურად, საფეხბურთო კლუბ თბილისის ნიკეს უკრაინელმა ფეხბურთელმა გოგონებმა იმსაჯეს. ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ თამაშის მონაწილეებს ჩვენი კლუბისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
 
 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024