• Geo
  • Eng
16.04.2022
ჭაბუკების ორი გამარჯვება

19 წლამდე ლიგაში დინამოელებმა მე-17 ტურის მატჩი ქუთაისში ჩაატრეს და მე-16 შეხვედრა მოიგეს. ვალერი გაგუას გუნდმა ტორპედო ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა. დიმა ღურწკაიამ ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს, თითო ზუსტი დარტყმა კი გიორგი თოფურიას და მუხრან ბაგრატიონის ანგარიშზეა. დინამოელები სატურნირო ცხრილში დაგროვილი 49 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ ჩემპიონატს. შემდეგი ტურის შეხვედრა 1 მაისს ბენდელაზე, საბურთალოსთან გაიმართება.

 

ასევე მე-17 ტურის შეხვედრა ჩაატარეს ჩვენი გუნდის 17 წლამდე ფეხბურთელებმა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა მარტვილის სალხინოს უმასპინძლეს და 5-0 დაამარცხეს მეტოქე. ვახო სალიამ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ლუკა პარკაძემ და ნიკა ნინიძემ კი ბოლო ათ წუთში ორჯერ აიღეს მარტვილელთა კარი. დინამოელებმა 28 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლეს. მომდევნო მატჩს ჩვენი 17 წლამდელები 30 აპრილს ბათუმის დინამოსთან ჩაატარებენ.

 

U17 ფოტოამბავი

 

U19 ტორპედო 0-4 დინამო

U17 დინამო 5-0 სალხინო

 

U19 დინამო: მაქაცარია, გოგნაძე, მორჩილაძე, დათუაშვილი, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, გეგიაძე, სიგუა, გოცირიძე, ნოზაძე, ღურწკაია

სათადარიგო სკამი: საური, გოგებაშვილი, კვერენჩხილაძე, ხუტიაშვილი, ბარათელია, ფარსაღაშვილი, თოფურია

 

U17 დინამო: ლიპარტელიანი, გოგიჩაიშვილი (ნინიძე 58), ხარჩილავა, გიუნაშვილი, სურმავა (ვიბლიანი 66), ფეიქრიშვილი, პარკაძე, წულაია, სალია (გ. ცეცხლაძე 66), რობაქიძე (ნ. ცეცხლაძე 83), შეროზია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024