• Geo
  • Eng
25.02.2022
დინამო თბილისი 4:0 ტორპედო
დინამო თბილისმა 2022 წლის სეზონი პრინციპული გამარჯვებით დაიწყო. კახა ცხადაძის გუნდი დინამო არენაზე ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა.
 
​ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, ბარნს ოსეის დარტყმის შემდეგ ბურთი გიორგი მოისწრაფიშვილს მიუვიდა და ახალგაზრდა შემტევმა ახლო მანძილიდან გაიტანა. დინამოელებმა ანგარიშის გაზრდა მალევე მოახერხეს, 31-ე წუთზე ბარნს ოსეის ჩაწოდების შედეგად დასწრებაზე კარგად სტანისლავ ბილენკიმ ითამაშა და როინ კვასხვაძეს ახლო კუთხეში გაუტანა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
 
მეორე ტაიმში თამაში ანალოგიური სცენარით წარიმართა, უპირატესობას დინამო ფლობდა. ანგარიში 65-ე წუთზე გაიზარდა, კუთხურის შედმდეგ შედეგიანი დარტყმა საიმონ ბენიომ შეასრულა. დინამოელები მეტოქეზე ზეწოლას განაგრძობდნენ, შეტევებმა შედეგი მატჩის ბოლო წუთზე გამოიღო, საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი დარტყმით უსმანე კამარამ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 4:0.
 
​დინამო - ტორპედოს დაპირისპირები ოქმი იხილეთ ბმულზე.
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024