დინამო არენაზე გამართული ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დუშან უჰრინი – პირველ რიგში სტიაუას მივულოცავ გამარჯვებას. გამოუყენებელ პენალტამდე, ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ და თამაშიც მეტ–ნაკლებად თანაბრი იყო. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. სტიაუა საკუთარი თამაშის სტილით ყოველთვის გამოირჩევა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შანსები ჩვენც გვქონდა – გოლის გატანა შეგვეძლო.
ლაურენციუ რეგეკამფი – ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. კარგი მატჩი გამოვიდა. მეტოქეს პენალტი რომ გამოეყენებინა, თამაშის სურათი შეიცვლებოდა და სხვაგვარად წარიმართებოდა. მიუხედავად დღევანდელი მოგებისა, არ მიმაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე თამაში გავინაღდეთ.