დინამოს მეორე შემადგენლობამ მორიგი შეხვედრა ჩოხატაურში, ადგილობრივ ბახმაროსთან გამართა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მასპინძლები.
ანგარიში შეხვედრის დებიუტში მე-13 წუთზე ჯადული იობაშვილმა გახსნა. ერთი საათის თავზე თორნიკე მორჩილაძემ ორამდე გაზარდა დედაქალაქელთა უპირატესობა, ხოლო 71-ე წუთზე ნიკა უგრეხელიძემ საფინალო ანგარიში 0-3 დააფიქსირა.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 4 მატჩიდან (სულ კი 5 ტური ჩატარდა) 8 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში კიდევ ერთი ადგილით დაწინაურდა, გადაინაცვლა რა მეხუთე პოზიციაზე. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 10 მაისს თბილისის ზღვის ბაზაზე, ხობის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ბახმარო 0-3 დინამო 2
დინამო 2: კუტალაძე, ჟივიძე, ერაძე, იაკობიძე, ცხოვრებაშვილი, მორჩილაძე, იობაშვილი, აფციაური, გაბიტაშვილი, სიხარულაშვილი, უგრეხელიძე
სათადარიგო სკამი: ბედიაშვილი, გოგოტიშვილი, ჭითაშვილი, დუნდუა, ქეცბაია, გოგობერიშვილი, ფაჩულია, თოფურია