სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის, ტორპედო ქუთაისისა და დინამო თბილისის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა და თბილისურ გუნდს ტექნიკური გამარჯვება, ანგარიშით 3-0 ჩაეთვალა.
აქვე გთავაზობთ სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სრულ გადაწყვეტილებას:
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს 2 400 ლარის ოდენობით.(სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 116-ე მუხლისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
ქუთაისის ტორპედოს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)
ამას გარდა, ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს - გიორგი პაპავას. (ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)
4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს - დიმიტრი ანტილევსკის. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელს - ევგენი ტაიკევიჩს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)
ამასთან, ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს - ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტს - შოთა ბაბუნაშვილს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
ასევე, ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს - თეიმურაზ ჯანაშიას. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);