ეროვნული ლიგა 3-ის მესამე ტურში დინამოს მეორე შემადგენლობა გორს ეწვია. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ქართლის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ გორს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე.
გოლი გორელთა კარში პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი იაკობიძემ გაიტანა. შეგახსენებთ დედაქალაქელებს პირველი ორი ტურის შემდეგ ორი ფრე ჰქონდათ ნათამაშები, დღევანდელი მოგებით კი 5 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე აინაცვლეს. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 30 აპრილს საბურთალოსთან გამართავენ.
გორი 0-1 დინამო-2
დინამო-2: კუტალაძე, გოგოტიშვილი (ლაცაბიძე 81), იაკობიძე, უგრეხელიძე, ცხოვრებაშვილი, ჟივიძე (ღურწკაია 46), ოსიყმაშვილი, იობაშვილი (გოცირიძე 81), აფციაური (ფაჩულია 46), სიხარულაშვილი (უბილავა 89), გაბიტაშვილი
ფოტოამბავი