დინამოს აკადემიის 11 წლამდე შემადგენლობა ბათუმში გაემგზავრა. პატარა დინამოელები 6-8 მაისს საერთაშორისო ტურნირ Shota Cup 2022 მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი სულ 8 ჯგუფისგან შედგება, დედაქალაქელები კი E ჯგუფში ბათუმის პორტუსთან, თბილისის ჩემპიონთან და ლანჩხუთის გურიასთან იასპარეზებენ. მატჩები დებულების თანახმად ორი 15 წუთიანი ტაიმისგან შედგება. დღეს პატარა დინამოელები ორ მატჩს ჩაატარებენ. ჯერ ბათუმის პორტუს შეხვდებიან, შემდეგ კი თბილისის ჩემპიონს.
ტურნირზე ჩვენს გუნდს შალვა კვარაცხელია უთავკაცებს, რომელმაც ბათუმში 17 ფეხბურთელი იახლა: ნიკა კაჭახიძე, ირაკლი მაღლაფერიძე, მათე ეთერია, ნიკა ბობოხიძე, როლანდ ლომიძე, გიორგი ჩიქობავა, ზუკა აბრამიშვილი, თემურ ქვილითაია, ლუკა ზაალიშვილი, ზუკა ჭელიძე, გაბრიელ იმესაშვილი, სერაფიმე აფციაური, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ კაკაშვილი, ნიკა ყულიაშვილი, ნიკა თურმანიძე და ნიკა ჭუმბაძე.