• Geo
  • Eng
05.05.2022
19 წლამდელებმა მეორე წრე მოიგეს

19 წლამდე დინამოელებმა ოქროს ლიგაში მორიგი, მე-18 ტურის შეხვედრა ბენდელას სტადიონზე საბურთალოსთან ჩაატარეს.

ანგარიში შეხვედრის 33-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი ნიკა ლორთქიფანიძის ანგარიშზეა. ორიოდე წუთში დინამოელებმა დავით გოცირიძის გოლით სტატუს ქვო აღადგინეს. სტუმრებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მატჩის ბოლოს მოახერხეს, თავი გიორგი თოფურიამ გამოიჩინა და დინამომაც მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ვალერი გაგუას გუნდმა გათამაშების მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა. გუნდმა 18 მატჩიდან 52 ქულა დააგროვა და მეორე-მესამეზე მყოფ თანაქალაქელ ლოკომოტივსა და საბურთალოს 14 ქულით უსწრებს. წინ კიდევ ერთი წრეა დარჩენილი, ხოლო გამარჯვებული 2021 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაისაკუთრებს. შეგახსენებთ, რომ გათამაშება შარშან პანდემიის გამო შეწყდა და ამ გაზაფხულს გაგრძელდა.

მე-19 ტურის მატჩს თბილისელები 9 მაისს ბათუმში, დინამოსთან ჩაატარებენ. 

 

U19 საბურთალო 1-2 დინამო

 

U19 დინამო: იობაშვილი, გოგნაძე, მორჩილაძე, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე (დათუაშვილი 46), ლაცაბიძე, გეგიაძე (ბარათელია 26), სიგუა (კობახიძე 60), გოცირიძე (აღდგომელაშვილი 73), თოდუა (თოფურია 73), ღურწკაია

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024