დინამოს დუბლები ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში სპარტაკის დუბლებს დაუპირისპირდნენ და ჩემპიონებმა მეტოქეს 2:1 აჯობეს.
მატჩის მიმდინარეობას (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) ძლიერმა სიცხემ თავისებური დაღი დაასვა. პირველ ნახევარში არც ისე ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა. მეორე ტაიმში კი გუნდები უფრო აქტიურად ათამაშდნენ. დინამოელებმა ერთის წილ ორი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა პირველობა, პირველ ადგილზე და მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. გოლების გატანა დღევანდელ შეხვედრაში ლობჟანიძემ და მაჭავარიანმა მოახერხეს.
ჩვენი გუნდის დუბლები გუშინ, დინამო არენაზე შეხვედრის დროს, ოქროს მედლებით და საჩემპიონო თასით დააჯილდოვეს. დღევანდელ გოლებთან ერთად წარმოგიდგენთ დაჯილდოების ვიდეო რეპორტაჟს.
სპარტაკი (დუბლები) 1:2 დინამო (დუბლები)
დინამო (დუბლები): შოვნაძე, ბაჩიაშვილი, ჯაფიაშვილი (ნემსაძე 40), თევზაძე, მარაქველიძე (კაპანაძე 62), ქიქავა, ლაშხია (კვერნაძე 60), ვეკუა, წილოსანი (კიტოვანი 75), ლობჟანიძე, ც. მესხი (მაჭავარიანი 62)