• Geo
  • Eng
28.06.2024
სადებიუტო გოლები და ფინალის საგზური

დღეს დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე საქართველოს 2024 წლის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც იბერიამ დინამოს უმასპინძლა.

 

დინამოელები შეხვედრას რამდენიმე დებიუტანტით შეეგებნენ და ასევე სადებიუტო გოლებით იმარჯვეს მატჩში. ჩვენი გუნდის ავსტრიელმა თავკაცმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა პირველად უხელმძღვანელა გუნდს, ხოლო დაცვის მარცხენა ფრთაზე კი ლურჯ-თეთრების ფორმით სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა 20 წლის მუხრან ბაგრატიონი იხილა.

 

თავად მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რა დროსაც იბერიამ რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა. ტაიმის შუისკენ დინამომ ბურთზე კონტროლი დააწესა და შეიძლება ითქვას შეხვედრის ბოლომდე სათამაშო უპირატესობა ხელიდან აღარ გაქცევია. დინამოელთა რამდენიმე მწვავე შეტევა საბოლოოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმით დასრულა. მატჩის მე-40 წუთზე ნიკა სიხარულაშვილის ტექნიკური გადაცემა ნიკა ცეცხლაძეზე, რომელიც საჯარიმოში მეკარემ წააქცია. პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა, დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა და ლურჯ-თეთრებს პირველი ტაიმი მოაგებინა. მეორე ტაიმში ნიკა ცეცხლაძის და ოსკარ სანტისის კომბინაციაა აღსანიშნავი, რომელიც საჯარიმოს მისადგომებიდან გვატემალელი ფეხბურთელის ჩახვეული დარტყმით დასრულდა, ბურთი კი კარის ძელმა უკუაგდო. შეხვედრის ბოლოსკენ უკვე დომინიკ საიმონზე უხეშობა და კიდევ ერთი პენალტი, რომელიც ამჯერად ნოდარ ლომინაძემ დაარტყა და დინამოს ფორმით სადებიუტო გოლთან ერთად საფინალო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

 

დინამო საქართველოს სუპერთასის მოსაპოვებლად 3 ივლისს ტორპედო ქუთაისს დაუპირისპირდება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024