• Geo
  • Eng
04.08.2013
ანდრო ჟორდანიას ბარელიეფი

დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელი ბაზის შესასვლელს უკვე რამდენიმე დღეა გამოჩენილი ქართველი მწვრთნელის- ანდრო ჟორდანიას ბარელიეფი ამშვენებს. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მოეხსენება, რომ დინამოს დიღმის ბაზა ქართული ფეხბურთის პატრიარქის სახელს ატარებს.

ანდრო ჟორდანია დინამოს რიგებში 1925–28 და 1930–31 წლებში ასპარეზობდა. როგორც მწვრთნელი, დინამოს 1945–47, 1955, 1959–61 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ 1947 და 1959 წლებში დაიკავეს მესამე ადგილი. ასევე ორჯერ 1946 და 1960 წლებში თასის ფინალში გაიყვანა გუნდი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024