ბათუმში გრძელდება საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი Shota Cup 2022. პატარა დინამოელებმა ტურნირის პირველ დღეს ორი მოგებული მატჩის შემდეგ რიტმი არ შეანელეს და კიდევ ორი მატჩი მოიგეს.
ჯგუფში ბათუმის პორტუსის 9-0 და თბილისის ჩემპიონის 2-1 დამარცხების შემდეგ, დინამოელებმა ლანჩხუთის გურიას 3-0 აჯობეს და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავეს. საღამოს მეოთხედფინალი გაიმართა, რომელშიც შალვა კვარაცხელიას გუნდი თენგიზ სულაქველიძის აკადემიას დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა მეტოქე.
დინამოელები ნახევარფინალში 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდს შეხვდებიან.