• Geo
  • Eng
05.08.2013
დინამო TV - დინამო ბუქარესტშია

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სტუმრად, რუმინეთში სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. დღეს, ჩვენი გუნდი თბილისიდან ჩარტერული რეისით დილის 11:00 საათზე გაფრინდა და ორსაათ ნახევრიანი ფრენის შემდეგ ბუქარესტს ეწვია. დინამოელები სასტუმრო Athenee Palace Hilton–ში დაბინავდნენ. დუშან უჰრინის შეგირდები მატჩისწინა ვარჯიშს ადგილობრივი დროით 20:00 გამართავენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024