ბუქარესტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დუშან უჰრინი – პირველ რიგში სტიაუას შემდეგ ეტაპზე გასვლას მივულოცავ. ორივე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდა და ვფიქრობ, მაყურებლმა კარგი, სანახაობრივი შეხვედრა იხილა. ჩემმა გუნდმა თამაში პასიურად დაიწყო, გოლი გავუშვით – თუმცა მეორე ტაიმის სასტარტო 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, გოლიც გავიტანეთ და ანგარიშში წონასწორობა აღვადგინეთ. მეტოქის კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო, რომ გაგვეტანა მატჩი უფრო საინტერესოდ წარიმართებოდა. მართალია ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დავასრულეთ, წინ ევროპის ლიგის ფლეი–ოფი გველის, თუმცა მანამდე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა ზესტაფონის წინააღმდეგ გვაქვს სათამაშო.