• Geo
  • Eng
12.05.2022
15 წლამდელებმა განვითარების თასი მოიგეს

ერევანში დასრულდა უეფას განვითარების თასის გათამაშება 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის. საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძლებს დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მატჩის 37-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით დინამოელმა გიგი გლუნჩაძემ გახსნა. მეორე გოლი კი თორნიკე გულიაშვილის ანგარიშზეა.

 

შეგახსენბთ, რომ პირველ მატჩში ლიბანთან 3-1 მოვიგეთ, მეორე ტურში კი მოლდოვასთან 2-2 ფრეს დავჯერდით. ამრიგად გიორგი ჩიტაურის გუნდმა 7 ქულა დააგროვა და თასიც მოიპოვა.

 

ტურნირზე დინამოს აკადემიის 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა:

 

მეკარედაჩი ჩოჩოშვილი

მცველებისაბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე

ნახევარმცველებიანდრია ხოროიშვილი, ანდრია ვიბლიანი, ნიკოლოზ გვაზავა, ლუკა წულაია, გიორგი გვასალია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, რეზი დანელია, ნიკოლოზ ელისაშვილი

თავდამსხმელითორნიკე გულიაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024