ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე Shota Cup 2022 პატარა დინამოელებმა ორი მატჩი გამართეს და ორივე გამარჯვებით დაასრულეს.
ჩვენი აკადემიის 11 წლამდე შემადგენლობამ პირველ შეხვედრაში ბათუმის პორტუსი დიდი ანგარიშით 9-0 დაამარცხა (გოლები: აფციაური (2), ყულიაშვილი (2), თურმანიძე (2), ზაალიშვილი, ჩიქობავა და ინესაშვილი), ხოლო მეორე მატჩში დინამოელებმა 2-1 თბილისის ჩემპიონს მოუგეს (თურმანიძე, ბაკურია).
დღეს მესამე ტურის შეხვედრაში შალვა კვარაცხელიას გუნდი ლანჩხუთის გურიას ეთამაშება.