• Geo
  • Eng
08.08.2013
11 აგვისტო დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნულ ჩემპიონატს საშინაო მატჩით იწყებს. დინამოელები საიუბილეო გათამაშების პირველ ტურის შეხვედრას 11 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ. ჩვენ გუნდს 11 აგვისტოს 8 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული – 2 ეროვნულ ასპარეზზე, 6 კი საბჭოთა კავშირის პირველობაზე.

 

1949 წლის 11 აგვისტოს დინამოელებმა მინსკელ თანაკლუბელებს უმასპინძლეს და მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხეს. სამი გოლი გაიტანა ღოღობერიძემ, თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ პანიუკოვი, თოდრია და მახარაძე.

 

1950 წლის 11 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა ხარკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, გატანილი გოლებს გარეშე – 0:0 დასრულდა.

 

1960 წლის 11 აგვისტოს დინამომ გასვლითი მატჩი ტაშკენტში გამართა. ჩვენმა ფეხბურთელებმა პახტაკორი 2:1 დაამარცხეს. გოლები მელაშვილმა და კალოევმა გაიტანეს.

 

1964 წლის 11 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა მოსკოვის სპარტაკი სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გამარჯვების გოლი მეტრეველმა გაიტანა.

1966 წლის 11 აგვისტოს დინამო ლენინგრადის ზენიტს სტუმრად დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. გოლები დათუნაშვილმა და მესხმა გაიტანეს.

 

1967 წლის 11 აგვისტოს თბილისელმა ფეხბურთელებმა მინსკის დინამოს უმასპინძლეს. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. მეტოქის კარში გოლი დათუნაშვილმა გაიტანა.

 

ეროვნულ ასპარეზზე დინამოელებმა 11 აგვისტოს პირველად 2007 წელს ითამაშეს. საქართველოს ჩემპიონატის XIX გათამაშების პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში რუსთავის ოლიმპს 2:0 სძლია. გოლები ჯორჯ აკირემმა და მიხელ ხუციშვილმა გაიტანეს.

 

2012 წლის 11 აგვისტოს ჩვენი გუნდი კვლავ რუსთავს სტუმრობდა. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა XXIV ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ადგილობრივი მეტალურგი მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024