• Geo
  • Eng
07.05.2022
13 წლამდელები ოთხთა ტურნირზე

სფფ-ს ვაკის საფეხბურთო მოედანზე გურამ ლორთქიფანიძის სახელობის ოთხთა ტურნირი გაიმართა. ტრადიციული გათამაშება 13 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჩატარდა, ტურნირში კი მონაწილეობა დინამოს, საბურთალოს, ავაზას და 35-ე სკოლის გუნდებმა მიიღეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს დინამო და საბურთალო დაუპირისპირდა. მეტოქემ დაძაბულ და საინტერესო ფინალში 2-1 იმარჯვა.

 

ფინალური მატჩის შემდეგ ორგანიზატორებმა ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელებიც დააჯილდოვეს:

საუკეთესო მეკარე გახდა - მათე ჭელიძე.

საუკეთესო მცველის პრიზი საბა შარვაშიძემ მიიღო.

საუკეთესო ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილი გახდა.

ტურნირის ტექნიკური ფეხბურტელის პრიზი გიორგი ჯამარაულს გადასცეს.

 

U13 დინამო 1-2 საბურთალო

 

U13 დინამო: ჭელიძე, კუპრეიშვილი, ცქვიტაია, შარვაშიძე, ძერყორაშვილი, გერგედავა, გაზდელიანი, ჯამარაული, ბართიშვილი, ძაძამიძე, ჩხაიძე

 

სათადარიგო სკამი: ბინიაშვილი, მესხიშვილი, სხირტლაძე, ესვანჯია, მახარობლიშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024