• Geo
  • Eng
09.03.2022
დინამო თბილისი 1:0 სიონი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონს უმასპინძლა. მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 1:0 დასრულდა.
 
​ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში გავიდა, 65-ე წუთზე უსმანე კამარას გადაცემით დმიტრი ანტილევსკიმ ისარგებლა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. აღნიშნული მომენტის შემდეგ დინამოელებს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი კიდევ ჰქონდათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
 
​დინამო თბილისი - სიონის დაპირისპირების ოქმი იხილეთ ბმულზე.
 
​დინამო თბილისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ეგიდით მორიგ მატჩს 14 მარტს დინამო არენაზე გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024