• Geo
  • Eng
09.08.2013
დინამო VS ზესტაფონს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, ექვსკაციანი მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

მთ. არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ასისტენტები: ზ. ბერულავა, ლ. თოდრია

დამატებითი ასისტენტები: ა. ნონიკაშვილი, ჯ. ხორავა

მეოთხე მსაჯი: ბ. ნინუა

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 8 მაისს გამართული დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი იმსაჯა, რომელიც თბილისელი ფეხბურთელების გამარჯვებით – 5:0 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ვადაჭკორიამ დინამოელები ორჯერ გააფრთხილა, რუსთაველი ფეხბურთელები კი ერთხელ.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

გიორგი ვადაჭკორია

 

===========================================

უმაღლესი ლიგა - 97 თამაში / 401 ყვითელი / 19 წითელი / 24 პენალტი

 

პირველი ლიგა – 3 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

 

საქართველოს თასი – 3 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024