• Geo
  • Eng
09.08.2013
დინამო VS ზესტაფონი – ურთიერთშეხვედრები

11 აგვისტოს, 18:00 საათზე დინამო არენაზე XXV ეროვნული ჩემპიონატის  პირველი ტურის შეხვედრაში ერთმანეთს დინამო თბილისი და საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი დაუპირისპირდებიან.

 

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 29–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 15 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შემთხვევაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 41:26–ზე არის.

 

დინამო–ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 10 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიში ოთხ შეხვედრაში დაფიქსირდა. გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში, 2013 წლის 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად – 1:5 წააგო.

 

 

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82:15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024