საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 3 ივნისს გორში, ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ახალგაზრდა ჯვაროსნები რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებენ.
რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩისთვის დინამოდან 5 ფეხბურთელს უხმო: სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მოისწრაფიშვილი და ლევან ოსიყმაშვილი რუმინელთა წინააღმდეგ საასპარეზოდ 28 მაისიდან მოემზდებიან. აღსანიშნავია, რომ ლევან ოსიყმაშვილისთვის ეს სადებიუტო გამოძახებაა ახალგაზრდულ ნაკრებში.