• Geo
  • Eng
11.05.2022
16 წლამდელების ფრე ზამბიასთან

საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა რუსთავში, უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ზამბიის ნაკრებთან ჩაატარა.

 

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა, ხოლო გათამაშების რეგლამენტის მიხედვით მატჩისშემდგომ დანიშნულ პენალტების სერიაში ჭაბუკმა ჯვაროსნებმა 4-3 იმარჯვეს და ყაიმისთვის მიღებულ ერთ ქულას კიდევ ბონუს ქულა მიამატეს.

 

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გახსნეს. მატჩის 73-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა დინამოელებმა ვახო სალიამ და ლექსო ფეიქრიშვილმა შედეგიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

 

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი მეორე მატჩს 16 მაისს აზერბაიჯანთან გამართავს. დღევანდელ შეხვედრაში კი მთავარმა მწვრთნელმა 6 დინამოელი - დავით ქელდიშვილი, რატი გრიგალავა, თემურ ოდიკაძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ლექსო ფეიქრიშვილი და ვახო სალია ათამაშა.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024