• Geo
  • Eng
17.03.2022
დინამოელები 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებებში
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 29 მარტს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რამაზ სვანაძის გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდება.
 
21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წლის პირველი შეკრებისთვის ექვსი დინამოელი გამოიძახა. უახლოესი მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ლევან ხარაბაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ლუკა კუტალაძე, გიორგი მაისურაძე და ალექსანდრე კალანდაძე მოემზადებიან. აღსანიშნავია, რომ ნოდარ ლომინაძე და გიორგი მაისურაძე 21-წლამდე ნაკრების განაცხადში პირველად მოხვდნენ.
 
რაც შეეხება საქართველს 19-წლამდე ნაკრებს, ვასილ მაისურაძის გუნდი ევრო 2022-ზე მოსახვედრად იბრძოლებს. ხორვატიაში გასამართ ელიტ რაუნდში საქართველოს ნაკრები ისლანდიის, რუმინეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები 23 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით გაიმართება, კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება კი, ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.
 
აღნიშნული მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა საწვრთნელ შეკრებაზე ცამეტი დინამოელი (სამი ძირითადი გუნდიდან, ათი კი, აკადემიიდან) გამოიძახა:
 
მეკარე: მიხეილ მაქაცარია
 
მცველები: თორნიკე დუნდუა, საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, მუხრან ბაგრატიონი, დავით გოგოტიშვილი, ლუკა ლაცაბიძე
 
ნახევარმცველები: დიმიტრი ღურწკაია, თემურ გოგნაძე, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი, გიორგი გვიშიანი
 
თავდამსხმელი: ჯადული იობაშვილი
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024