• Geo
  • Eng
11.08.2013
მწვრთნელებმა დინამო – ზესტაფონი შეაფასეს

დინამო არენაზე გამართული დინამო 2:1 ზესტაფონის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – ევროთასებიდან საქართველოს ჩემპიონატზე გადმორთვა იოლი არ იყო. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. ორი შეცდომა დავუშვით და აქედან ერთს ჩვენ კარში გაშვებული გოლი მოჰყვა. ჩვენთვის ძალიან რთული თამაში გამოდგა, ვინაიდან მეტოქე ათი კაცით იცავდა თავს და აქცენტს ძირითადად კონტრშეტევებზე აკეთებდა. ჩვენთვის მთავარია, რომ თამაში მოვიგეთ – შედეგი დადებითია.

 

რატკო დოსტონიჩი – მთლიანობაში ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დინამო ძალიან კარგი გუნდია. კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში და მეტოქემ პირველ ტაიმში ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მეორე ნახევარი პირველისგან განსვავებით უფრო ხარისხიანად ჩავატარეთ და მომენტებიც შევქმენით. მინდა, ჩემი გუნდის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, ყველა მაქსიმალიურად დაიხარჯა. დინამოს კი ევროპის ლიგის ფლეი–ოფში წარმატებებს ვუსურვებ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024