• Geo
  • Eng
18.03.2022
დავით კერესელიძეს ოპერაცია ჩაუტარდა
ჩვენი გუნდის მეკარემ დავით კერესელიძემ 4 მარტს ბათუმში მატჩის დროს ტრავმა მიიღო. 

მას გუშინ რომის კლინიკა Villa Stuart-ში მხრის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. რეაბილიტაციის სავარაუდო პერიოდად 5 თვე სახელდება. 
 
ჩვენი კლუბის სახელით დავით კერესელიძეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024