• Geo
  • Eng
14.08.2013
დილა VS დინამო – ურთიერთშეხვედრები

შაბათს 17 აგვისტოს 17:00 საათზე საქართველოს XXV ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორში, ადგილობრივ დილას დაუპირისპირდება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 49–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 7 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 139:22 არის.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა – 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2–2 დასრულდა.

 

ბოლოს დინამო და დილა ერთმანეთს უკანასკნელად საქართველოს XXIV ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურში, 27 აპრილს დაუპირისპირდნენ. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. დაპირისპირების 87–ე წუთზე გამარჯვების გოლი მიკელ ალვარომ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024