• Geo
  • Eng
13.08.2013
პატარა დინამოელებმა გალათასარაის 4:1 მოუგეს

თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, პირველი თამაში გამართა და თურქულ გალათასარაის 4:1 მოუგო. გალათასარაის ორი გოლი დავითაშვილმა გაუტანა, ორი კი -  მოისწრაფიშვილმა.

 

მოზარდმა დინამოელებმა დღევანდელი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:

 

ხარშილაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ბოგვერაძე, მაღალდაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა

 

შეცვლაზე შემოვიდნენ: გოდერძიშვილი, ლომთაძე, თვალოძე, ქაჯაია, აზაროვი, ქველაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024