თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, მეორე თამაში გამართა და ბულგარულ სლავიას 4:0 მოუგო. სლავიას სამი გოლი დავითაშვილმა გაუტანა, ერთი კი - გოდერძიშვილმა.
მოზარდმა დინამოელებმა დღევანდელი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ხარშილაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ბოგვერაძე, მაღალდაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა
შეცვლაზე შემოვიდნენ: აზაროვი, თვალოძე, ქაჯაია, ქველაძე, ლომთაძე, გოდერძიშვილი
მომდევნო მატჩს მოზარდი დინამოელები 19:30 საათზე ანთალიასპორთან გამართავენ.