უმაღლესი ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება თორნიკე გვანცელაძე განსჯის. დინამო – დილას დაპირისპირებას ექვსკაციანი სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება.
მთ. არბიტრი: თ. გვანცელაძე
ასისტენტები: დ. ჩიგოგიძე, ზ. ფიფია
დამატებითი ასისტენტები: ბ. ნინუა, გ. დოგრაშვილი
მეოთხე მსაჯი: ჯ. ხორავა
თორნიკე გვანცელაძემ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად 2013 წლის 17 მარტს, თბილისში გამართული დინამო 0:0 დილა იმსაჯა, სადაც მატჩის მთავარმა არბიტრმა მონაწილე ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი (3 დინამოს – 4 დილას) უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
თორნიკე გვანცელაძე
===========================================
უმაღლესი ლიგა – 66 თამაში / 264 ყვითელი / 7 წითელი / 11 პენალტი
პირველი ლიგა – 9 თამაში / 36 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი – 10 თამაში / 45 ყვითელი / 3 წითელი / 4 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკციო ეტაპი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
ევროპის ჩემპიონატი. U-17 ელიტ–რაუნდი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი